"პრეზიდენტთან შეხვედრა უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისთვის პრეზიდენტთან შეხვედრა იმაზე კონსტრუქციული იყო, ვიდრე ამას ელოდა.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

"შეხვედრა უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. შეიძლება, ჩემი ბრალიცაა, არათანამშრომლობის გამო უკვე ძალიან გაუცხოებული ვიყავით. მთავრია, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, თემები მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და თავისი მოგზაურობების შედეგად მიღწეული შედეგები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა, თუ რა განახორციელა მან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.