გრიგორი კარასინი - ქართული ღვინო რუსეთის მაღაზიებში ივნისიდან გამოჩნდება

გრიგორი კარასინი - ქართული ღვინო რუსეთის მაღაზიებში ივნისიდან გამოჩნდება

ქართული ღვინო რუსეთის მაღაზიებში ივნისიდან გამოჩნდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"შესაძლოა ბევრი ვისაუბროთ ქართული ღვინის და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაშვების თაობაზე, თუმცა მთავარი ის არის, რომ მინერალური წყალი უკვე შემოდის რუსეთში და გამოჩნდა კიდეც ჩვენს მაღაზიებში. ღვინოს რაც შეეხება, ჩვენ ალბათ, რუსეთის მაღაზიების თაროებზე მას ივნისში ვიხილავთ, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს 7 მწარმოებელზეა გაცემული", - განაცხადა კარასინმა.