ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები

ანდერს ფოგ რასმუსენი - ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებს . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება რასმუსენმა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რეგიონში დამცავი ბარიერების აშენება საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის შეთანხმების დარღვევაა.

"ბარიერების აგებამ და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ეს მიუღებელია. ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.