ივანიშვილი: ფარული ჩანაწერების არქივი შესაძლოა აღარ განადგურდეს

ივანიშვილი: ფარული ჩანაწერების არქივი შესაძლოა აღარ განადგურდეს

ფარული ჩანაწერების არქივი შესაძლოა აღარ განადგურდეს, ამის შესახებ დღეს, 5 ივნისს, სოციალ–დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მასალის არქივის გადანგურებას მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ:

“მიდის განხილვა არქივის განადგურებაზე, ჰყავს მოწინააღმდეგეები, სპეციალისტები, პროფესიონალები, ერთი–ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილი გახლავთ, ის პროფესიით პროკურორია. როგორც მე ვიცი, განათლება აქვს და პრაქტიკაც. ვნახოთ, მეთოდი შენახვის ისეთი, ვთქვათ, როგორც ბანკში ფული ინახება, ამის მსგავსი, რომ რამდენიმე ორგანიზაციას ჰქონდეს, რამდენიმე ტიპის საკეტი იყოს და ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირცხვულისგან თავი დავაღწიოთ, მსგავსი საქართველოში აღარ განმეორდეს და ამისთვის, თუ გნებავთ, სასამართლო უნდა გაძლიერდეს, სამართალი უნდა გაძლიერდეს და ეს კანონმდებლობაც უნდა დალაგდეს ამ კუთხით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 30 მაისს განაცხადა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ფარული ჩანაწერების არქივი უნდა განადგურებულიყო. ეს განცხადება მან ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული პოლიტიკის ცენტრში გამართულ საჯარო შეხვედრა-დისკუსიაზე გააკეთა