"უშიშროების საბჭო სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "უშიშროების საბჭო სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო".

როგორც "პირWელს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა სხდომას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დასწრებოდნენ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო.

ალასანიას თქმით, უკეთესი იქნება თუ უშიშროების საბჭოს შემდეგი შეხვედრა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ჩატარდება.

ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის გამო ვერ დაესწრო.

დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე ესწრებოდა.