6 ივნისს  შსს, ევროკავშირის და მიგრაციის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია

6 ივნისს შსს, ევროკავშირის და მიგრაციის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია

6-7 ივნისს სასტუმროში „Holiday Inn Tbilisi“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავი უწყებების როლი“.

6 ივნისს, 9:30–ზე ღონისძიებას გახსნიან შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

კონფერენციას დაესწრება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 20 ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.