პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად უკვე მივიდა. 

უსუფაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა, ამავე შესასვლელით შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ასევე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები - დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე.

არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასევე მივიდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე.