თურქი დემონსტრანტები ქალაქების პოლიციის ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვენ

თურქი დემონსტრანტები ქალაქების პოლიციის ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვენ

თურქი დემონსტრანტები სტამბოლის, ანკარისა და სხვა ქალაქების პოლიციის ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გამოსული მომიტინგეები პოლიციის ხელმძღვანელთა გადადგომას პროტესტის მონაწილეთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო ითხოვენ.

მათ ასევე უარი თქვეს მიიღონ ქვეყნის ვიცე-პრემიერის ბიულენთ არინჩის ბოდიში, რადგან მათი განცხადებით, "მისმა რემარკებმა სამოქალაქო ომი მოაგონათ".

აქციების მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის "ტაქსიმის სოლიდარობის პლატფორმის" განცხადებით, მათ ვიცე-პრემიერს საკუთარი მოთხოვნების ნუსხა გადასცეს.

პოლიციის ხელმძღვანელთა გადადგომის გარდა, დემონსტრანტები მოითხოვენ, პოლიციამ შეწყვიტოს ცრემლსადენი გაზის გამოყენება, გაათავისუფლოს დაკავებული მომიტინგეები და შეჩერდეს "გეზი პარკის" რეკონსტრუქცია.

"მოვლენების მიმართულებას მხოლოდ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეცვლის", - განაცხადეს დაჯგუფება "ტაქსიმის სოლიდარობის პლატფორმის" წევრებმა.

თურქეთში მასობრივ არეულობებს ორი ადამიანი შეეწირა, ათასობით კი დაშავებულია.