თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გმობს მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მიერ მოსამართლეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა დარწმუნების მცდელობა, რომ, თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ", -ნათქვამია განცხადებაში.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 9 ივნისი უმნიშვნელოვანესი დღეა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეები თავიანთი ღირსების შესაბამისად, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ.

იუსტიციის მინისტრი ამ და სხვა საკითხებზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს საჯარო დებატებში იწვევს.