ბაქრაძე იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში საკუთარ სიმპათია-ანტიპათიას ყველა გვერდზე გადადებს

ბაქრაძე იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში საკუთარ სიმპათია-ანტიპათიას ყველა გვერდზე გადადებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში საკუთარ სიმპათია-ანტიპათიას ყველა გვერდზე გადადებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობას შეძლებს.

"ცალსახად პოზიტიურად მინდა, შევაფასო ის ფაქტი, რომ დღეს შედგება უშიშროების საბჭოს სხდომა და ყველა ერთად, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა, იმსჯელებს იმაზე, რა შეიძლება, გაკეთდეს საქართველოს დეოკუპაციის კუთხით, იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის სახით. მიუხედავად ძალიან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა, იმედი მაქვს, რომ საბჭოს ფორმატში ყველა გვერდზე გადადებს საკუთარ სიმპათია-ანტიპათიას, ურთიერთბრალდებებს და შევძლებთ ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე", - განაცხადა ბაქრაძემ.