ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეებს სრული დამოუკიდებლობა ჰქონდეთ

ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეებს სრული დამოუკიდებლობა ჰქონდეთ

როდესაც ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საპატიმროში იმყოფება, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა , - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. 

მისი თქმით, 9 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა წარმოადგენს საქართველოში სასამართლო სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

"ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს არჩევნების პროცესში გარეშე თუ შიდა ჩარევა, ხოლო მოსამართლეებს სრული დამოუკიდებლობა ჰქონდეთ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, როგორიც არის ყოფილი პრემიერი იმყოფება საპატიმროში. სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა უნდა იყოს აღქმული საზოგადოების მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პროცესი წარიმართოს სათანადო პროცედურების სრულ თანხვედრაში და შესაბამისად", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციის დეტალები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.