კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მოსამართლეთა კონფერენციის დეტალები გააცნო

კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მოსამართლეთა კონფერენციის დეტალები გააცნო

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარემომადგენლებს 9 ივნისს მოსამართლეთა კონფერენციის დეტალები გააცნო. 

შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კუბლაშვილმა განაცხადა, კონფერენციის მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობის პირობებში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ვინც დაინტერესებულია მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებით.

კუბლაშვილის თქმით, მეგობრული და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს პირადად აცნობს ყველა დეტალს, რომელიც კონფერენციას უკავშირდება.

"მაინტერესებს მათი შეხედულებები და კითხვები, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან კარგად არიან გარკვეული იმ საკითხებში, რომელიც დღეს აწუხებს მართლმსაჯულებას. იმ რთულ პირობებში არჩევნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ელჩები ყოველთვის ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვენს გვერდში იდგნენ და მათ მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და ის მნიშვნელობა რაც აქვს 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებს, - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მან აქვე განმარტა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის სად ჩატარდება 9 ივნისს მოსამართლეთაA კონფერენცია. მისივე თქმით, არსებობს ორი მოსაზრება და ხვალ ადმინისტრაციული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას კონფერენცია ჩატარდება სასტუმრო "რედისონში" თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დარბაზში.