გეგა მგალობლიშვილს ლევან დოლიძე შეცვლის

გეგა მგალობლიშვილს ლევან დოლიძე შეცვლის

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე გრიგოლ მგალობლიშვილს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე შეცვლის.

გეგა მგალობლიშვილს, რომელიც საქართველოს მისიას ნატო-ში 2009 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს, როტაციის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ეწურება.

საქართველოს პრეზდენტმა უკვე მოაწერა ხელი ლევან დოლიძის დანიშვნას ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად და აღნიშნულ კანდიდატურას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე 11 ივნისს განიხილავენ.

ცნობისთვის, ლევან დოლიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო კანცელარიაში, ასევე იყო საქართველოს კონსული შვეიცარიაში და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი.