შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1996 წელს დაბადებული პავლე ბ. და 1988 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ივნისს, გამთენიისას, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ვახტანგ ოსაძეს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).