დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური კინკლაობა გვერდზე გადადონ

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური კინკლაობა გვერდზე გადადონ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას პოზიტიურად აფასებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ სხდომაზე იმსჯლებენ, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს დეოკუპაციის კუთხით. 

"ვიმსჯელებთ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებისა, პოლიტიკური კინკლაობა, ურთიერთბრალდებები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და საბჭომ იმსჯელოს ქვეყნის მნიშვნელოვან თემებზე. უნდა მოხდეს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.

უშიშიროების საბჭოს საგანგებო სხდომა დღეს 16:00 საათზეა დაგეგმილი.