"ახლა ვითარება შეცვლილია, განსხვავებით იმისგან, როდესაც პრეზიდენტი ღმერთი იყო და პრემიერი - პაიკი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, "ახლა საქართველოში ვითარება შეცვლილია, განსხვავებით იმისგან, როდესაც პრეზიდენტი ღმერთი იყო და პრემიერი - პაიკი".

ამის შესახებ ბერძენიშვილმა უშიშრობის საბჭოს მდივანის გიგა ბოკერიას მიერ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"განსხვავებით იმისგან, როდესაც პრეზიდენტი ღმერთი იყო და პრემიერი - პაიკი, ახლა საქართველოში ვითარება შეცვლილია. პოლიტიკურ სცენარს ქვეყანაში პრემიერი და მთავრობა წერენ, ამიტომ ის თავად გადაწყვეტს უნდა დაესწროს თუ არა უშიშრობის სხდომას. ბატონი ბოკერია უკანასკნელ ხანებში თავად გამორჩევა აგრესიული და არაადეკვატური რიტორიკით, რომელიც არ შეესაბამება, არც მის კლასს, არც მის თანამდებობას და არც იმ ამბავს, 7 თვეა, ხელფასს რომ იღებს და არაფერს აკეთებს. ამას ნამდვილად არ შეესატყვისება მისი გაღიზინება, რამ გააღიზიანა ნამდვილად რა ვიცი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.