პარლამენტს გაერო-სა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელთა კანდიდატურები წარედგინა

პარლამენტს გაერო-სა და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელთა კანდიდატურები წარედგინა

პარლამენტს დასამტკიცებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთა კანდიდატურები წარედგინა.

გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის თანამდებობაზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსპიკერის კახა იმნაძის კანდიდატურა, ხოლო ნატო-ში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის კანდიდატურა შეირჩა.

ამასთან, 11 ივნისისთვის დაინიშნა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დეპუტატები წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელებენ.
მოგვიანებით საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.