ქუთაისის ციხესთან პატიმრის დედა თავის დაწვას ცდილობს

ქუთაისის ციხესთან პატიმრის დედა თავის დაწვას ცდილობს

ამ წუთებში, ქუთაისის #2 სასჯეაღსრულების დაწესებულებასთან, ზუგდიდის საპყრობილედან ქუთაისის საპატიმროში გადმოყვანილი პატიმრების, ერთ-ერთი მშობელი პროტესტის ნიშნად თავის დაცვას ცდილობს.

"5 წუთის წინ დამირეკა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დედამ და მითხრა თავს ვიწვავ და ჩემს სიკვდილში დამნაშავე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრი პროკურორიაო", - ამბობს ადვოკარი მერაბ მირცხულავა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საპყრობილედან ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 3 პატიმარი გუშინ გადმოიყვანეს და მათ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს და ხელები საკნებზე მიიჭედეს.