შსს-მ 97 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო

შსს-მ 97 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო

შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი: 1967 წელს დაბადებული მირიან ლ, 1989 წელს დაბადებული შავლეგ ფ. და 1968 წელს დაბადებული მიხეილ ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონის სოფელ მიწაბოგირაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიხელი გ. და მასთან ერთად მყოფი მირიან ლ. დააკავეს. მირიან ლ-ს პირადი ჩხრეკისას – 14 აბი, მიხეილ გ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 2 ნატეხი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი პრეპარატი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

დანაშაულში ბრალდებული მესამე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. შავლეგ ფ–ს პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი” ამოიღეს.

გამოძიება მირიან ლ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით), ხოლო შავლეგ ფ-სა და მიხეილ გ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.