დიმიტრი მედვედევი:  მოსკოვი ნატო-ს საკუთარ საზღვრებთან მიახლოებას პოზიტიურ ფაქტად არ განიხილავს

დიმიტრი მედვედევი: მოსკოვი ნატო-ს საკუთარ საზღვრებთან მიახლოებას პოზიტიურ ფაქტად არ განიხილავს

მოსკოვი ნატო-ს საკუთარ საზღვრებთან მიახლოებას პოზიტიურ ფაქტად არ განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ევროატლანტიკური რეგიონის სამიტზე განაცხადა. 

განცხადება ამ თემაზე რუსეთის პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხვა დაუსვეს, რამდენად შეიცვლება ძალთა ბალანსი ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შემთხვევაში.

"ეს მათი საქმეა და ეროვნული სუვერენიტეტის დოქტრინის შესაბამისად გადაწყვეტილებას თავად იღებენ. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ნატო ჩვენთვის – ეს მხოლოდ მრავალმხრივი ფორმირება არ არის, ეს არის სტრუქტურა, რომელსაც აქვს განსაზღვრული სამხედრო პოტენციალი", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, მოვლენების არასახარბიელოდ განვითარების შემთხვევაში ეს პოტენციალი შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ახალი წევრი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოსთან ახლოს მდებარეობს, საბოლოო ჯამში ძალების პარიტეტს ცვლის და ჩვენ იძულებული ვართ, ამაზე რეაგირება მოვახდინოთ", - აღნიშნა მედვედევმა.