თეა წულუკიანი:   თუ მერაბიშვილი პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მოიქცევა, არა მხოლოდ ტელევიზორს, ალბათ რადიომიმღებსაც მისცემენ

თეა წულუკიანი: თუ მერაბიშვილი პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მოიქცევა, არა მხოლოდ ტელევიზორს, ალბათ რადიომიმღებსაც მისცემენ

ამ ქვეყანაში ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენები, ვიდრე ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

წულუკიანის განცხადებით, დღეს მერაბიშვილი არის ერთი ჩვეულებრივი პატიმარი და მისი ყველა უფლება უნდა იქნეს დაცული.

"ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყენას არ აქვს პატიმრობის კოდექსი. საქართველოს ეს პატიმრობის კოდექსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუტოვა და ყველა ის უფლება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩვენთვის დატოვებულ პატიმრობის კოდექსში წერია, იქნება დაცული მერაბიშვილის მიმართ თუ ყველა იმ პატიმრის მიმართ, ვინც საქართველოს ციხეებშია. მე მინდა ევროპარლამენტარებს ვაჩვენო მტკიცებულება იმისა, თუ როგორი უკეთესი ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჰყავდა. კერძოდ, მინდა გავახსენო მათიას იორშის ვიზიტი სულხან მოლაშვილთან, რომელიც შენობის სარდაფში იჯდა და მაშინდელი მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადა იორშის ციტირებას ვახდენ – "არ იყო შუქი და წყალი ისეთი ხმაურით მოდიოდა და ისე ჰქონდა სხეული დაზიანებული ამ ადამიანს", რომ მაშინ ევროსაბჭომ სულხან მოლაშვილის პატიმრობის პირობები წამებად დააკვალიფიცირა.

დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი მერაბიშვილი, რომელიც შესანიშნავ პირობებში ზის. ეს თავად ლისეკმა განაცხადა. მას როგორც ჩანს, ერთადერთი პრობლემა აქვს ტელევიზორი. თუ ის იმ იზოლატორში, სადაც იმყოფება მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსი, მაშინ წახალისების მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არა მხოლოდ ტელევიზორს, ალბათ რადიომიმღებსაც მისცემს", - განაცხადა წულუკიანმა.