სასაზღვრო პოლიციას ,,ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სტუდენტები ეწვევიან

სასაზღვრო პოლიციას ,,ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სტუდენტები ეწვევიან

5 ივნისს, 12:00 საათზე შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ბატონი ალექსი პეტრიაშვილი და ,,ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრები, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, ს/პ პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილმა მიიღო და უწყების ფუნქციები და ამოცანები, ასევე უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო.

მისასალმებელი სიტყვა სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა ს/პ პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა და ბატონმა ალექსი პეტრიაშვილმა წარმოსთქვეს.

იმავე დღეს გიმართა პრეზენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებისათვის სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის მართვის სფეროებში განხორციელებული ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა, ს/პ პოლკოვნიკმა მანანა ხვედელიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები – XX საუკუნე.
შეხვედრის ბოლოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებმა სტუდენტები ზღვაში გაიყვანეს და სააბორდაჟო პროცედურების დემონსტრირება მოახდინეს.
სტუდენტ–ნოვატორებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.