არჩილ კბილაშვილი:  ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით პროკურატურაში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს

არჩილ კბილაშვილი: ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით პროკურატურაში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით პროკურატურაში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურაში არ არის ასევე არც მის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის რაიმე სამხილი.

"ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება, ან უფრო მეტიც, დევნა პროკურატურაში არ მიმდინარეობს. რაიმე განცხადება, ან სამხილი მის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ჩვენ არ გვაქვს, თუ ასეთი მომავალში იქნება ჩვეულებრივ განვიხილავთ მას", - აღნიშნა კბილაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები შესაძლოა ნინო ბურჯანაძესთანაც ჰქონდეს.