თბილისში დღეს ლეგენდარული Deep Purple ჩამოვა

თბილისში დღეს ლეგენდარული Deep Purple ჩამოვა

მუსიკალურ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ში მონაწილეობის მისაღებად დღეს თბილისში ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple ჩამოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ის ორგანიზატორმა, კომპანია Altervision Group-ის წარმოამდგენლებმა აცნობეს, 15:20 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკულტო ბენდს Deep Purple ქართველი ფანები დახვდებიან.

აღნიშნული მუსიკალური ჯგუფის დასახვედრად 11:00 საათიდან "დინამო არენასთან" შეკრება დაიწყება. მელომანების კოლონა ავტობუსებითა და მანქანებით აეროპორტისკენ დაიძვრება. კოლონას წინ რამდენიმე ათეული მოტოციკლი წარუძღვება

დღესვე, 16:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", მეათე სართულზე Deep Purple–ის პრეს-კონფერენცია გაიმართება. 5 ივნისს კი, 17.00 საათზე "დინამო არენაზე" Tbilisi Newcomers-ის ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers 2012-ის გამარჯვებული ბენდი KID JESUS წარსდგება მაყურებლის წინაშე.
17.50 საათზე სცენაზე პარიზში დაარსებული ბენდი BLACK STROBE დაუკრავს, რომელიც ცნობილი გახდა ფილმებისა და სერიალებისთვის დაწერილი საუნდტრეკებით (The Walking Dead; Rocknrolla).

18.45 საათზე სცენა ბრიტანულ ბენდს THE SUBWAYS დაეთმობა, რომელიც არაერთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერია. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა გაი რიჩის ფილმმა, Rocknrolla-მ მოუტანა მას შემდეგ, რაც მათ სიმღერა ღოცკ ნ როლლ ქუეენ ფილმის საუნდტრეკი გახდა.

20.00 საათზე მსმენელის წინაშე ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ბენდი ისრაელიდან INFECTED MUSHROOM წარსდგება. ჯგუფი პოპულარულია ამერიკასა და ევროპაში. ჯგუფი ბილბორდისა და სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების მრავალგზის ლიდერია.

21.30 საათზე სცენა უკვე ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის მეგა ვარსკვლავებს DEEP PURPLE-ს დაეთმობა. მათ 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

23.15 საათზე მაყურებლების წინაშე ინგლისელი არტისტი, მუსიკალური მიმდინარეობა Trif hopis (TRIP HOP) და ცნობილი ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი TRICKY გამოვა. მისი ალბომი ""Maxinquaye" მუსიკალური დაჯილდოება მერკურის ნომინანტია და NEW MUSIC EXPRE SSის მიერ წლის ალბომადაა აღიარებული. მელომანები კონცერტზე მის ახალ სტუდიურ ჩანაწერს "False Idols" მოისმენენ .

00:20 საათზე ბერლინური ბენდი MODESELEKTOR დაუკრავს, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის თრენდმეიქერია. დუეტი თანამშრომლობს RADIOHEAD-ის ვოკალისტთან, ტომ იორკთან, რომელთანაც ჩაწერილი აქვს 3 ტრეკი.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა კვლავ შესაძლებელია "დინამო არენას" სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ფესტივალის დასრულებამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი სამაჯურია, მასზეა მითითებული უნიკალური QR-კოდი. სამაჯური მყიდველმა მხოლოდ ფესტივალის დღეს უნდა გაიკეთოს, რადგან ის ერთჯერადი მოხმარებისაა და მისი დაზიანება ბილეთის გაუქმებას გამოიწვევს, ხოლო არასწორად გაკეთების შემთხვეაში კონტროლის ხელახალ გავლას გახდის აუცილებელს.

"დინამო არენა" ზონებადაა დაყოფილი. თითოეული ზონა საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მაყურებელს არ აქვს უფლება ზონიდან ზონაში გადაადგილდეს. თითოეულ ზონაზე განთავსებული იქნება ბარი. სტადიონის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები ხელმისაწვდომია ყველა ზონაში მყოფი სტუმრებისთვის.

მედიის წარმომადგენლების გადაადგილება ერთიდან მეორე ზონაში ხდება მხოლოდ ერთი ზონიდან გამოსვლის და მეორე ზონაში შესვლის შემთხვევაში. ინტერვიუების ჩაწერა არტისტებთან მიმდინარეობს მედია ოთახში მათი პერფომანსის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ. მედიას წვდომა აქვს ყველა ზონასთან ბექსთეიჯის და VIP ზონების გარდა.
ფესტივალის მედიაპარტნიორებისთვის გამოყოფილია ტერიტორია პარკინგზე. TBILISI OPEN AIR კომპანია "ალთერვიჟენ ჯგუფი"-ს ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება.

ფესტივალის 5 წლიან ისტორიაში მუსიკალური პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბურია. TBILISI OPEN AIR 2013, სლოგანით "მუსიკა ათავისუფლებს" მოიცავს ყველა მუსიკალური ჟანრისა და ასაკის მსმენელს.