კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილს ხვდება

კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილს ხვდება

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელი, პოლონელი დეპუტატი კჟიშტოფ ლისეკი ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება. ლისეკი ციხეში თარჯიმანთან ერთად მივიდა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე ლისეკს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ევროპარლამენტარი, კომენტარს სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
გუშინ კრჟიშტოფ ლისეკი აცხადებდა, რომ დაინტერესდება, თუ რამდენად შეესაბამება ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს.

"მას ასევე ვკითხავ, დაცულია თუ არა მისი უფლებები, სარგებლობს ადვოკატით და თუ აქვს კონტაქტი ოჯახის წევრებთან", - აღნიშნა გუშინ კრჟიშტოფ ლისეკმა, რომელმაც იუსტიციის მინიტრს, თეა წულიკიანს მერაბიშვილის ნახვის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.