გლდანის მე-5 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა

გლდანის მე-5 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა გლდანში. როგორც "ინტეპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მე-5 მიკრორაიონის მე-8 კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, რომლის ინფორმაციითაც, იმ ბინის კედელები, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად ჩამონგრეულია.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. თუმცა არიან დაშავებულები, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთ მათგანი შოკურ მდგომარეობაშია.