ჯეიმს აპატურაი: MAP-ის განხილვამდე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის შესახებ უნდა ვისაუბროთ

ჯეიმს აპატურაი: MAP-ის განხილვამდე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის შესახებ უნდა ვისაუბროთ

საქართველოს NATO-სთან ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, საქართველომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასა და 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უნდა უპასუხოს, განაცხადა ტაბულასთან საუბრისას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.

ტაბულას კითხვაზე, თუ რას უნდა მოელოდეს საქართველო NATO-სგან 2014 წელს, მაშინ როცა პრემიერ მინისტრმა ამ წლისთვის მაპის მიღება დაგეგმა, აპატურაიმ ასე უპასუხა: "პირველ რიგში მივესალმებით, რომ პრემიერმა ასეთი ამბიციური გეგმა დასახა. კარგია, რომ მთლიანი პარლამენტი იზიარებს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში იტნეგრაციის სურვილს. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თუ როდის იქნება სამიტი და ამ საკითხზე და განსახილველ თემათა სიაზე ახლა ვმუშაობთ. მაგრამ მჯერა, რომ ახლა, მითუმეტეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კონკრეტულ დიპლომატიურ პროცესებზე საუბრის დაწყება ნაადრევია, ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბჭოს ვიზიტი კარგად ჩაივლის, რეფორმები მიმდინარეობს და შედეგები სახეზეა, და რომ საქართველომ უპასუხებს იმ კითხვებს, რაც NATO-ს გააჩნია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და 17 მაისის თემებზე. ახლა სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ და მოგვიანებით, ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამიტის თემაზე."

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება.