თურქეთის პროფკავშირი მოსახლეობას საერთო სახალხო გაფიცვისკენ მოუწოდებს

თურქეთის პროფკავშირი მოსახლეობას საერთო სახალხო გაფიცვისკენ მოუწოდებს

თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროფკავშირმა - KESK, მოსახლეობას სამშაბათსა და ოთხშაბათს საერთო სახალხო გაფიცვისკენ მოუწოდა.
პროფკავშირებმა დაგმეს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა.

პროფკავშირების მოწოდება ექიმების ასიციაცის მიერ გაკეთებული განცხადების პარალელურად გავრცელდა. ექიმების ასოციაციის განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი დემონსტრანტი სავდმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს, სტამბულში ყველაზე სასტიკი შეტაკებების ღამის შემდეგ თანამოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა მაცხოვრებლებს მონაწილეობა არ მიიღონ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც მისი თქმით ექსტრემისტების მიერ არის მოწყობილი.
"შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აღელდეთ, ყველა ეს სირთულე გადაილახება", _ განაცხადა მან მაროკოში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე და აღნიშნა - "ეს საპროტესტო გამოსვლები ექსტრემისტების მიერ არის ორგანიზებული".

ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციებში მონაწილეთა და პოლიციის შეტაკება სტამბულსა თურქეთის სხვა ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მეჩეთები, მაღაზიები, დროებით გადაგცეულია სამედიცინო პუნქტებად, სადაც დაჭრილებს დახმარებას უწევენ.

აქციის მონაწილეები ღამით ხიდებს შლიდნენ და მათგან ბარიკადებს აკეთებდდნენ. პოლიციამ ამაზე ცრემლსადენი გაზით უპასუხა. ღამის საპროტესტო აქციებში დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთის 67 ქალაქში 1700 ზე მეტუ ადამიანი დააპატიმრეს.

საპროტესტო აქცია ხელისუფლების გეგმების გამო დაიწყო, რომლებიც სტამბულის ცენტრში გეზის პარკის განადგურებასა და მის ადგილზე სავაჭრო-გასართობი კომპლექსის აგებას აპირებდდნენ.
თავდაპირველად ეს ეკოლოგების მშვიდობიანი აქცია იყო, თუმცა იგი მალევე გადაიზარდა თურქეთის პრემიერისა და მმართველი პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილო აქციაში.