განათლების ყოფილ მინისტრს, ხატია დეკანოიძეს სახლი გაუქურდეს

განათლების ყოფილ მინისტრს, ხატია დეკანოიძეს სახლი გაუქურდეს

განათლების ყოფილ მინისტრის, ხატია დეკანოიძეს სახლი გაუქურდეს. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლში მძრაცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც ოჯახის წევრები ბინაში არ იმყოფებოდნენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, წაღებულია ოქროულობა და საოჯახო ნივთები.

"დაახლოებით, 9-ის ნახევარი იყო, ჯერ კიდევ დღე. მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით. ათს აკლდა რაღაც წუთები, ჩემმა დამ დამირეკა, რომ სახლი გაღებულია და წაღებულია რაღაც ნივთებიო. ეს ნივთებია ჩემი დისა და მეუღლის ოქროულობა და კიდევ რაღაც წვრილმანები. ეს ყველაფერი სადღაც ერთ საათში მოხდა. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. პოლიცია ოპერატიულად მოვიდა და იმედი მაქვს, რომ დამნაშავე დაისჯება", - განაცხადა სერგო დეკანოიძემ.