სტიქიის შედეგად ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი მნიშვნელოვნად დაზარალდა

სტიქიის შედეგად ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი მნიშვნელოვნად დაზარალდა

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი დაზარალდა . როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტიქიამ, ასობით ოჯახს სათბურები გაუნადგურა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, თუ გლეხებს ხელისუფლება არ დაეხმარა, ისინი ბანკებიდან აღებული კრედიტის დაფარვას ვერ მოახერხებენ.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა, ქარმა ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როდის დაიწყება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ლაგოდეხის რაიონში, ჯერჯერობით უცნობია. ლაგოდეხთან ერთად, ქარიშხლის შედეგად, ასევე დაზარალდა სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედიც.