თინა ხიდაშელი: როგორც ჩანს სააკაშვილი გონს მოეგო

თინა ხიდაშელი: როგორც ჩანს სააკაშვილი გონს მოეგო

უშიშროების საბჭოს სხდომების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, მიერ პარასკევს, ტელე-მიმართვაში გაჟღერებულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა "თაიმერთან" საუბარში აღნიშნა, ეს არ არის პრეზიდენტის ინციატივა და სხდომების აღდგენის სურვილი საპარლამენტო უმრავლესობისგან მოდის.

"უშიშროების საბჭოს სხდომების აღდგენა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არ არის. ეს მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობამ დააყენა. როგორც ჩანს სააკაშვილი გონს მოეგო და მიხვდა, რომ ეს იყო სამართლიანი მოთხოვნა"- განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით ჩატარდება თუ არა სხდომები მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, რადგან კანონმდებლობით უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის მოწვევით ტარდება.