"ვიმედოვნებ, მთავრობა თავისი გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ "მთავრობა თავისი გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის".

როგორც ბაქარაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას შეეხო.

"ბუნებრივია, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო არ გვესაუბრა, რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, თუმცა სტუმრების მთავარი ინტერესისა და შეშფოთების თემა შიდა პოლიტიკური პროცესები იყო, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის დაკავება. ეს იყო ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი ინტერესი და დისკუსია გაიმართა. ჩვენი საერთო სურვილია, რომ საქართველო წარმატებული იყოს. იყოს ევროპის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავისი გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედებებით არ შექმნის პრობლემებს ჩვენს პარტნიორებთან და არ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყანს, რომ ევროპის ნაწილი იყოს. ჩვენ როგორც ოპოზიცია მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და იმედი მაქვს, რომ მთავრობა თვისი მოქმდებებით ამ ორიენტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებეს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. ყურადღება მაღალია და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შექმნის იმის გარემოებებს, რომ ქვეყნაში პროცესები ნორმალურად წარიმართოს", - განაცხადა ბაქარძემ.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების შეხვედრას ევროპარალმენტარებთან უშიშრობის საბჭის მდივანი გიგა ბოკერიაც ესწრებოდა.