"საქართველო იმ გზას არ უნდა დაადგეს, რამაც უკრაინა ევროინტეგრაციასთან ნამდვილად არ მიიყვანა"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, "საქართველო იმ გზას არ უნდა დაადგეს, რამაც უკრაინა ევროინტეგრაციასთან ნამდვილად არ მიიყვანა".

ამის შესახებ ბარამიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ორ საკითხს შეეეხება. ეს არის პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხობის თემები და რუსეთის მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი და მეორე – ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა და ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა, ყოფილი პრემიერისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება.

ბარამიძის თქმით, ეს უკანასკნელი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნამდვილად არ წაადგება.

"ჩვენი მთავარი ამოცაანა, რომ ქვეყანამ ნორმალური გავითარების გზით იაროს და მრავალი გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, გადაწყვეტილი იქნას. ეს დემოკრატიის გარეშე ვერ მოხერხდება. ნამდვილად არ არის დემოკრატიული, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აპატიმრებ", - განაცხადა ბარამიძემ.

მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წევრის, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელის კრიშტოფ ლისეკის ვანო მერაბიშვილთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა ინტერსესს იწვევს ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოებაში.

"ადრე განვაცხადეთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება გამოიწვევს ისეთივე დამოკიდებულებას ევროკავშირის მხრიდან, როგორიც მან უკრაინასთან მიმართებაში გამოამჟღავნა. ბევრი ანალოგიაა. საქართველო არ უნდა დაადგეს იმ გზას, რამაც უკრაინა ევროინტეგრაციასთან ნამდვილად არ მიიყვანა", - განაცხადა ბარამიძემ.