პრემიერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პრემიერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს ალტერნატივა არ გააჩნია; შესაბამისად, იგი წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს, რაც ქართველი ხალხის არჩევანითაა განპირობებული.

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები ქვეყნის ჭეშმარიტ ტრანსფორმაციასა და ევროინტეგრაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.