შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ„ცხელი ხაზის“ მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად, დღეს საქართველოს 2 მოქალაქე გათავისუფლდა.

გორის რაიონის, სოფ. ქვეშის მაცხოვრებლები ავთანდილ და კახი ხადურები, რუსი მესაზღვრეების მიერ, ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ კვეთისთვის 27 მაისს, უკანონოდ იყვნენდაკავებულები.