კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილს ხვალ შეხვდება

კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილს ხვალ შეხვდება

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელი, პოლონელი დეპუტატი კჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილს ხვალ შეხვდება. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ლისეკმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერის ვანო მერაბიშვილის საკანში მონახულებასთან დაკავშირებით.

"დიდი მადლობა იუსტიციის მინისტრს, რომელიც გამოეხმაურა ჩემს თხოვნას რომ საკანში მომენახულებინა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხვალ, დილის 09.00 საათზე შევხდები მას", - აღნიშნა ლისეკმა.

მისივე განცხადებით, დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს.
"მას ასევე ვკითხავ, დაცულია თუ არა მისი უფლებები, სარგებლობს ადვოკატით და თუ აქვს კონტაქტი ოჯახის წევრებთან", - აღნიშნა კჟიშტოფ ლისეკმა.