კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის საკითხს პრემიერთან დააყენებს

კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის საკითხს პრემიერთან დააყენებს

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელი, პოლონელი დეპუტატი კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის საკითხს პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებს. როგორც კრჟიშტოფ ლისეკიმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარი უნდა იყოს, თუმცა როდესაც პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავება ხდება ამასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ჩნდება. 

"შესაძლოა იმუნიტეტი არც ერთ პოლტიკოსს ჰქონდეს, მაგრამ იმედი გვაქვს მერაბიშვილს პირადად დავუსვამთ შეკითხვებს და მისგან მივიღებთ პასუხებს. პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ", - აღნიშნა კრჟიშტოფ ლისეკიმ.

დეპუტატის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების თემას.

"არ გვისაუბრია პოლიტიკაზე, ვისაუბრეთ კანონის დაცვაზე, მართლმსაჯულების საკითხებზე, საარჩევნო სისტემაზე და ინფორმაცია მივიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემებზეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", – აღნიშნა კრჟიშტოფ ლისეკიმ.