არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ბევრ თემაზე, მთავარი აქცენტი კი ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობის აღდგენაზე და საკუთრების უფლებებზე გამახვილდა. 

მისივე განცხადებით, კითხვები დაისვა 17 მაისის მოვლენებზე და სამართლიანობის აღდგენის საკითხზე.

"ჩვენ გუშინ ჩამოვედით ამ სოფლებიდან და დღეს ევროპარლამენტარებს ვესაუბრეთ იმაზე, რომ იქ ადგილი აქვს ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს, ადამიანების გატაცებას, საკუთრების ხელყოფას. იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან არსებობის შესაძლებლობას, იმ პრობლემების გამო, რასაც იქ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ახორციელებენ. ეს იყო ის საკითხი, რაზეც პირადად მე ყველაზე დიდი ყურადღება გავამახვილე", – აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ.

ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები დღესვე შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საღამოს კი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას.