რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვემხრობით, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას

რიჩარდ ნორლანდი - ჩვენ ვემხრობით, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შატატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა აშშ-ის პოზიცია რჩება უცვლელი. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ჩვენ ასევე ვემხრობით, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და მის მიერ გათვალისწინებულ პუნქტებს. ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები იწვევს წუხილს და იქნება განხილული სათანადო დონეზე", – აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

ამასთან, ნორლანდის თქმით, დღეს შეხვდება ჯეიმს აპატურაის, რომელიც თბილისში იმყოფება. "ელჩებს გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ მას და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაძებლობა, მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემას, ელჩმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, შედგება თუ არა ამ თემაზე საუბარი აპატურაისთან შეხვედრაზე.