ჯეიმს აპატურაი - საქართველოს ყოველთვის აქვს ნატო-ს მაღალი მხარდაჭერა

ჯეიმს აპატურაი - საქართველოს ყოველთვის აქვს ნატო-ს მაღალი მხარდაჭერა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში ჩამოვიდა. როგორც აპატურაიმ
თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება.

"პირველ რიგში, უნდ გავხსნა ნატო-ს კვირული, რასაც მოუთმენლად ველოდები. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის აქვს ნატო-ს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისუფლებაში. ასე რომ, კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო ალიანსზე. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში შედგება", - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ყველას, ვინც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართავს შეხვედრას. ესენია: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

"ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც აქ ყოფნის პერიოდში გავაკეთებ, არის ის, რომ მადლობა გადავუხდი ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. ეს რთული პერიოდია, ახლახან დაიღუპა სამი ჯარისაკაცი და ბევრი დაშავდა. მე კიდევ ერთხელ, ნატო-ს სახელით მწუხარებას გამოვხატავ", - განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაის განცხადება ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გაავრცელა.