შსს-მ სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავა

შსს-მ სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თანამზრახველებთან ერთად შეურცხყვეს რამდენიმე საფლავი, მათ შორის მიმდინარე წლის 24 მაისს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოხსნეს.

დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად მიცვალებულისადმი უპატივისმცემლობას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაულში მხილებული სხვა პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.