ერთ თვეში ისრაელელი ინვესტორები საქართველოში 3 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავენ

ერთ თვეში ისრაელელი ინვესტორები საქართველოში 3 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავენ

ივლისის ბოლოს ისრაელელი ინვესტორები საქართველოს უძრავი ქონების და ტურიზმის სფეროში 3 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავენ.

ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ 300 მილიონის ინვესტიციას, რაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მხარდაჭერით განხორციელდა, ახალ ეტაპზე გადასვლა სჭირდება.

იციკ მოშეს თქმით, ისრაელი ისევ რჩება პოტენციურ დიდ პარტნიორად განსაკუთრებით კერძო ინვესტიციებში და სასურველია ამ ინტერესთა ჯგუფების, სურვილების და საშუალებების უფრო პროფესიონალურად ერთობლივი შესწავლა. მისი თქმით, არსებულ და მომავალ ინვესტორებს სტიმულს მისცემს უსაფრთხოება და სოციალ–ეკონომიკური სტაბილიზაცია.