"მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული საკითხი დროულად და ეფექტურად გადაიჭრება"

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული საკითხი დროულად და ეფექტურად გადაიჭრება.

ამის შესახებ სერგეენკომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"აშკარაა, რომ ის რეგულაციები, რაც არსებობს, საჭიროებს ცვლილებას. ეს ცვლილებები უნდა იქნას მიღებული ღრმა, გააზრებული და გაანალიზებული და სწორად რისკებგათვლილი მოქმედებების შემდეგ, თუ რას გამოწვევს ესა თუ ის ქმედება. გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მნიშვნელობა არავიზე ნაკლებად არ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად და ეფექტურად გადაიჭრას ეს საკითხი", - განაცხადა სერგეენკომ.