მომავალი კვირისთვის პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება იგეგმება

მომავალი კვირისთვის პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება იგეგმება

მომავალი კვირისთვის პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობაში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ინტერფრაქციულ ჯგუფში პოზიციები შეჯერებულია და ინიციატივა პარლამენტში წარსადგენად მზად არის.

"ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მუშაობა 3 მნიშვნელოვან საკითხზე დაასრულა. ეს ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ პრინციპებს, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიომეტრიული პარამეტრების მიხედვით შედგენის საკითხს და პარტიების დაფინანსებას. საარჩევნო კანონმდებლობაში ძალიან სერიოზული ცვლილებები შემოგვაქვს. სავარაუდოდ, პროექტი მომავალი კვირისთვის იქნება ინიცირებული", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.