ილია მეორე - ჩვენ ნაკლს კი არ უნდა ვეძებდეთ ადამიანში, უნდა დავინახოთ მისი დადებითი

ილია მეორე - ჩვენ ნაკლს კი არ უნდა ვეძებდეთ ადამიანში, უნდა დავინახოთ მისი დადებითი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველო და ქართველი ხალხი უფალმა სულიერი და მატერიალური სიმდიდრით უხვად დააჯილდოვა. 

"დიდმა ილია მართალმა თქვა – მამული, ენა, სარწმუნოება ქართველი ხალხის უდიდესი საუნჯეა. ჩვენ ეს განვმარტეთ და ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. უპირველეს ყოვლისა არის ღმერთი – გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა მოგვცა ისეთი მამული, რომ ვერავითარი ქვეყანა შეედრება საქართველოს და ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ყველაზე დიდი საუნჯე კი თვით ადამიანია. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ადამიანს, უნდა დავინახოთ ის დადებითი მხარე, რომლითაც იგი ღმერთმა დააჯილდოვა. შეიძლება, ადამიანს აქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ დადებითი ყოველთვის მეტია. ჩვენ ნაკლს კი არ უნდა ვეძებდეთ ადამიანში, უნდა დავინახოთ მისი დადებითი და უნდა გვიყვარდეს იგი, როგორც ხატი ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა.