ფოთში გაფუჭებული თევზი გამოვლინდა

ფოთში გაფუჭებული თევზი გამოვლინდა

31 მაისს, ფოთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ესპანეთიდან 51590 კგ თევზით დატვირთული 2 კონტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარულო კონტროლის სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტების მიერ განხორციელებული ფიზიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ გაყინული თევზის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

საქონელს აღენიშნება არასასიამოვნო სუნი და პარაზიტები (მატლები). საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, გაყინული თევზი ექვემდებარება უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას.