ეგვიპტეში პორნოფილმის გადაღებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ეგვიპტეში პორნოფილმის გადაღებაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ეგვიპტის სანაპირო დაცვამ ათი უცხოელი დააკავა, რომლებიც ქალაქ ჰურგადასთან ახლოს მდებარე კუნძულ-ნაკრძალზე პორნოგრაფიის გადაღებაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, ინციდენტი კუნძულ-ნაკრძალ გიფტუნზე გუშინ მოხდა. შიშველი მამაკაცები და ქალები უშუალოდ პორნოფილმის გადაღებებისას ეგვიპტის საზღვაო მესაზღვრეებიდან ერთ-ერთმა პატრულმა შენიშნა.

მსახიობები და გადამღები ჯგუფი ტურისტულ პოლიციას გადაეცა და ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს. ტურისტებს სასამართლო პროცესი ელოდებათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.