თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მიზნად მარიხუანის პოპულარიზაციას არ ისახავს.

"ჩვენ გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მარიხუანის მოხმარებისთვის ციხეში სასჯელს იხდიან და ვითხოვთ შეწყდეს სამართლებრივი დევნა მათ მიმართ. მარიხუანა უნდა გამოიყოს იმ ნარკოტინული ნივთიერებებიდან, რომლის მოხმარება სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და უნდა მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, დღეს მოქმედი კანონით, მარიხუანის შენახვა, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკია, თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ისჯება, რაც გაცილებით მეტია სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრულ სასჯელებზე.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე არ იქნება გამოსვლები და განცხადებები.

აქცია 2 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.