არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სოფელ დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სოფელ დიცში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სოფელ დიცში მდგომარეობის გასაცნობად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციებმა აცნობეს, 2 ივნისს, 13:00-საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სხვა არასამთავრობოებთან ერთად ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. კერძოდ, მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.