საქართველოს პრემიერ მინისტრი ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ისრაელს ეწვევა

უახლოეს პერიოდში საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შემდეგ, საკმაოდ მალე, ბატონი ივანიშვილი ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ დაპატიჟა ისრაელში. ამ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ და ძალიან დიდ იმედი გვაქვს, რომ მალე ეს ვიზიტი შედგება", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ისრაელში ვიზიტი გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

"ამ ვიზიტისას განიხილება ორმხრივი შეთანხმებები საქართველოსა და ისრაელის შორის. ამ შეთანხმებების სტატუსები, ასევე, საერთო ეკონომიკური კომისის შექმნის საკითხი, რომელიც იქნება, კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაახლოვდნენ ისრაელის და საქართველოს ბიზნესმენები, ან უფრო მეტი საშუალება მიეცეთ ბიზნესის წარმოებისა საქართველოში თუ ისრაელში.

ასევე, სავარაუდოდ, განხილულ იქნება სოფლის მეურნეობოს სფეროში თანამშრომლობის საკითხიც, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობას", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.